5 წესი,  რაც მდიდრებს ფულის გამომუშავებაში ეხმარება - „ინვესტიცია არაა აქტიური პროცესი - ეს მოთმინებაა“

მდიდარ ადამიანთა უმეტესობამ ფულის გამომუშავების საკუთარ გზებს მიაგნო. თუმცა, არის საბაზისო ჩვევები და წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას, რომ ფინანსები მართოს და შენარჩუნოს. ამის შესახებ ისაუბრა ფინანსურმა მრჩეველმა რაშიმ businessinsider-თან საუბარში. ის გვიყვება საერთო ჩვევების შესახებ, რომელიც მის კლიენტებს აქვთ.

"ჩემი კლიენტების უმეტესი ნაწილი მილიონერია. თავიდან მათ არ ჰქონდათ დიდი შემოსავალი, უბრალოდ, დისციპლინირებული შემნახველები იყვნენ. საბროკერო ანგარიშებზე აგროვებდნენ ფულს და როდესაც პენსიაზე გასასვლელად იყვნენ მზად, ანგარიშზე მინიმუმ 1 მილიონი დოლარზე მეტი ჰქონდათ,” - ამბობს ის და აკონკრეტებს იმ ძირითად 5 წესს, რომლებსაც ფინანსურად წარმატებული ადამიანები იცავენ:

1. მდიდარ ადამიანებს აქვთ ფინანსური გეგმა და იცავენ მას

მდიდარ ადამიანებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ინარჩუნებენ და აუმჯობესებენ კიდეც თავიანთ სიმდიდრეს, ყოველთვის აქვთ უფრო დიდი ფინანსური გეგმა. ფინანსური გეგმა არ ეხება მხოლოდ იმას, თუ როგორ დახარჯონ და დაზოგონ.

”თქვენ უნდა იცოდეთ ოჯახის ბიუჯეტის და ხარჯების შესახებ ყველა დეტალი, როგორი დაზღვევა აქვთ მათ, როგორ გამოიყურება მათი ქონების დაგეგმარება იურიდიული დოკუმენტების თვალსაზრისით და მათი მიზნები, რომ პოტენციურად დატოვონ მემკვიდრეობა ოჯახის რომელიმე წევრისთვის,“ - ამბობს ის.

ფინანსური დაგეგმვა ასევე ითვალისწინებს გადასახადებს, დამსაქმებლის სარგებელს და საინვესტიციო გეგმებს.

2. მათ არ სჭირდებათ ინვესტიციებით უცბად გამდიდრება

შეძლებული ადამიანების უმეტესობა არ ფიქრობს საფონდო ვაჭრობაზე. ისინი არ ფიქრობენ ბაზრის დროის გაანგარიშების მცდელობაზე ან ბევრი ფულის გამომუშავებაზე. ამის ნაცვლად, რაში მოუწოდებს კლიენტებს ინვესტიციების გრძელვადიანი ხედვა გამოიყენონ. ხშირად, აქციების უბრალოდ ყიდვა და მათი გრძელვადიანი შენარჩუნება ქმნის წარმატების საუკეთესო შანსს. ინვესტიცია არ არის აქტიური პროცესი - ეს მოთმინებაა.

3. დაგეგმეს პენსიაზე გასვლის შემდეგ ფინანსების მართვა

ბევრი ადამიანისთვის სრულ განაკვეთზე მუშაობა ნიშნავს უფრო მცირე შემოსავლით ცხოვრებას. მაგრამ, მდიდარი ადამიანები პენსიაზე გასვლისას მდიდრები რჩებიან დაგეგმვის გამო. მისი კლიენტების უმრავლესობას წლებით ადრე აქვს გათვლილი, თუ სად და როგორ აბრუნებს შენახულ ფულს პენსიაზე გასვლის შემდეგ.

4. პოულობენ გადასახადების შემცირების გზებს

მდიდარმა ადამიანებმა ისწავლეს გზა, თუ როგორ შეამცირონ გადასახადები. მათ იციან, როგორ ისარგებლონ გარკვეული საგადასახადო შეღავათებითა და წახალისებით და შეამცირონ გადასახადების ოდენობა. გადასახადების შემცირება მათი საერთო ფინანსური გეგმის ნაწილია და ის განიხილება ყოველ ნაბიჯზე, ინვესტიციებიდან დაწყებული, ქველმოქმედებით დამთავრებული.

5. ისინი აერთიანებენ ქველმოქმედებას თავიანთ ფინანსურ დაგეგმარებაში

საგადასახადო ეფექტურობის პარალელურად, მდიდარი ადამიანები ხშირად აერთიანებენ ქველმოქმედებას თავიანთ ფინანსურ გეგმებში. რაში ამბობს, რომ ეს საჩუქრები შეიძლება გაცემული იყოს რამდენიმე ფორმით. ისინი შეიძლება იყოს ფულადი შემოწირულობები, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს აქციები საჩუქრად. საქველმოქმედო შენატანებმა შეიძლება ხელი შეუწყოს მთლიანი დასაბეგრი შემოსავლის შემცირებას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს საშემოსავლო გადასახადს.

წყარო: businessinsider.com

თეონა რამაზაშვილი