ტყიბულის გამგებლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გამგებელ რობიზონ გვენეტაძეს, მუხურის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენიმე ათასი ლარის ქრთამი მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ და ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა შესთავაზეს. "ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას ან შეთავაზებას გულისხმობს. სხვა დეტალებზე სამინისტროში არ საუბრობენ.