საქართველოში ნესვის იმპორტი 153%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში იმპორტირებულია 171.5 დოლარის ნესვი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტირებული იყო 67 870 დოლარის.
2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ნესვის იმპორტიორი ქვეყნები ასე გამოყურება:
- თურქეთი - 129.8 ათასი დოლარის;
- ნიდერლანდები - 36.8 ათასი დოლარის;
- ირანი - 4.9 ათასი დოლარის.
რაც შეეხება ექსპორტს რეექსპორტის ჩათვლით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში გაიზარდა 432%-ით. კერძოდ, გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებულია 11 990 დოლარის ნესვი, ხოლო 2024 წლის იმავე პერიოდში 63 810 დოლარის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან ნესვი სრულად სომხეთში გავიდა.