შრომის ბაზარზე ვაკანსიები შემცირდა - რომელ პროფესიებზე შემცირდა მოთხოვნა?

2024 წლის მაისში jobs.ge-ზე 7 681 ვაკანსია გამოქვეყნდა. აღნიშნულის შესახებ pmcg-ს კვლევაში ვკითხულობთ. კვლევის თანახმად, მაისში აპრილთან შედარებით, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა (7 884 ვაკანსია) 2.6%-ით არის შემცირებული.

უფრო კონკრეტულად, მაისში წინა თვესთან შედარებით, ვაკანსიები 1 317-დან 1 278-მდე შემცირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით, გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში 1 853-დან 1 814-მდე, ხოლო მენეჯმენტის ნაწილში 1 881-დან 1 798-მდე. აღსანიშნავია ისიც, რომ მაისში, აპრილთან შედარებით, ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა ფინანსების მიმართულებით. კერძოდ, აპრილში თუ 1 330 ვაკანსია იყო გამოცხადებული, მაისში უკვე 1 396 შეადგინა.

კვლევის მიხედვით, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 41,998 ვაკანსია. ამავე პერიოდში, ყველაზე მეტი ვაკანსია გამოქვეყნდა შემდეგ კატეგორიებში:

  • გაყიდვების, შესყიდვები - 10 163 ვაკანსია გამოქვეყნდა;
  • ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორია - 9 998 ვაკანსია;
  • ფინანსები, სტატისტიკა - 7 631 ვაკანსია;
  • ლოგისტიკა, ტრანსპორტი, დისტრიბუცია - 6 605 ვაკანსია.
მერი ტაბატაძე