ერთ წელიწადში საქართველოს სავალუტო რეზერვები 22%-ით შემცირდა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები მცირდება. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვები 486.78 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვები კი 1.017 მლრდ დოლარით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 4.580 მლრდ დოლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5.066 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვების მოცულობა კი 4.604 მლრდ დოლარიდან 3.586 მლრდ-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების ასეთი შემცირება ძირითადად სებ-ის მიერ 2024 წლის მარტში ოქროს შესყიდვა გახდა. მარტში ოქროს რეზერვების მოცულობა 332.152 მლნ დოლარს შეადგენდა, აპრილში – 529.405 მლნ-ს, მაისში - 538.871 მლნ-ს, ივნისში კი 534.890 მლნ-ს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ივნისის სტატისტიკით სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2.721 მლრდ დოლარს ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი 865.1 მლნ დოლარს ინახავს.