ყაზახეთი ბთჯ-ის მილსადენით ნავთობექსპორტს ზრდის, “დრუჟბათი” კი ამცირებს

ყაზახური მილსადენის ოპერატორი, “ყაზტრანსოილი” ივლისში თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მისლადენით ნავთობის ექსპორტს დღიურად 9,5%-ით, 140,000 ტონამდე გაზრდის.

ინფორმაციას Reuters კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, “ყაზტრანსოილი” მიმდინარე თვეს გერმანიაში “დრუჟბას” მილსადენით ნავთობის დღიურ ექსპორტს, ივნისთან შედარებით, 19%-ით, 100 000 ტონამდე შეამცირებს.

ცნობისთვის: სახელმწიფო ჰოლდინგ “ყაზმუნაიგაზმა” მარტის დასაწყისში განაცხადა, რომ SOCAR-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანის გავლითა და ბთჯ-ის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის წელიწადში 1,5 მილიონიდან 2,2 მლნ ტონამდე თანდათანობითი გაზრდის შესახებ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ