„სამჯერ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უნდა მოეხსნათ სოციალური დახმარება“ - ჰოტელიერი კადრებზე

„სამჯერ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უნდა მოეხსნათ სოციალური დახმარება“ - ამის შესახებ ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველების მხრიდან მათგან გაგზავნილ ვაკანსიებზე დაინტერესება არასოდეს არ ხდება.

„სახელმწიფოს დახმარებით შექმნილია სსიპ-ი, რომელიც სოციალურად დაუცველებს ასაქმებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო 70%-ს უფარავს, დანარჩენს კი კერძო სექტორი, მაგრამ რამდენჯერაც მივაწოდე ვაკანსიები, დაინტერესება არ არის.

კარგი იქნებოდა ჩვენთანაც მოქმედებდეს ევროპის ქვეყნებში არსებული წესი: სამჯერ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, უნდა მოეხსნათ სოციალური დახმარება. ჩვენს შემთხვევაში მუშაობაზეც უარს ამბობენ და ჩვენ მიერ გადახდილი საშემოსავლოთი აგრძელებენ თანხის აღებას“ - განაცხადა მურაჩაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

ეკა დარჩიაშვილი