საქართველოს ბანკის შეგროვებადი ანაბარი მიზნების მისაღწევად - იაკობის ეზოს  გამოცდილება

რაც უფრო მზარდია ბიზნესი, ყოველდღიურ საქმიანობაში მით მეტი საჭიროება ჩნდება. პროცესების კონტროლს კი მეტი დრო და დაკვირვება სჭირდება, რაშიც ბიზნეს მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ეხმარება. იმ ფუნქციონალების მეშვეობით, რომლებსაც ბიზნეს მობილბანკი გთავაზობთ, ბიზნესის მართვის პროცესი მარტივდება. ნაშთის კონტროლი, გადარიცხვები, შეღავათიანი კურსი, ბიზნეს სესხი, ბიზნეს ანაბარი - მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლებლობებიდან, რომლებზე წვდომასაც ბიზნეს მობილბანკი ნებისმიერ დროსა და ნებისმიერი ადგილიდან გაძლევთ.

თუ თქვენი ბიზნესიდან მიღებული თავისუფალი თანხის შენახვა და თან სარგებლის მიღება გსურთ, საქართველოს ბანკი თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ბიზნეს ანაბრებს გთავაზობთ. ბიზნეს მობილბანკიდან შეგიძლიათ გახსნათ 4 ტიპის ბიზნეს ანაბარი - ვადიანი, მოთხოვნამდე, მოთხოვნამდე + და შეგროვებადი. ბიზნეს ანაბრის დახმარებით შეგიძლიათ თანხა შეაგროვოთ, მოგვიანებით კი კკონკრეტული ფინანსური მიზნების მისაღწევად გამოიყენოთ. ოთხივე ტიპის ანაბრის შესახებ სრულ ინფორმაციას აქ ნახავთ.

„იაკობის ეზოს“ წარმომადგენელი ვანო ბენიძე, რომელმაც ბიზნეს ანაბარი უკვე გახსნა, თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

“ბიზნეს ანაბრით სარგებლობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ საშუალებას გვაძლევს თავისუფალი თანხა საიმედოდ შევინახოთ, ამასთანავე, მივიღოთ დამატებითი სარგებელი, რაც ყველა ბიზნესისთვის დამატებითი ბენეფიტია”, - აღნიშნა ვანო ბენიძემ.

სასტუმრო არტიზანი და ბარ-რესტორანი „იაკობის ეზო“ დაარსების დღიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. ბიზნესთან მარტივად ინტეგრირებადი ფუნქციონალების მეშვეობით კი, ბიზნეს მობილბანკმა სასტუმროსა და ბარ-რესტორნის მართვა გაამარტივა და განვითარებისთვის ახალ-ახალი შესაძლებლობებიც შექმნა. იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს არტიზანი და იაკობის ეზო მომხმარებლებს და რა როლი აქვს ბიზნესის მართვის პროცესში ბიზნეს მობილბანკს, ვანო ბენიძე ვრცლად გვესაუბრა.

“სასტუმრო არტიზანი 82 სხვადასხვა კატეგორიის თანამედროვე სტანდარტების ნომერს, საკონფერენციო დარბაზსა და ფიტნეს ოთახს აერთიანებს. პირველი სართულის შიდა და გარე სივრცეები იაკობ ნიკოლაძის მუზეუმის ეზოსთან ერთად, რესტორან იაკობის ეზოს და listening ბარს ეთმობა. თავად სახელი და პროექტის კონცეფცია ვერის უბნის მრავალწლიანმა ისტორიამ, იაკობ ნიკოლაძის სამუზეუმო სივრცემ და ჩვენი გუნდის სამოგზაურო გამოცდილებებმა შთაგვაგონა. შედეგად, ვფიქრობ, საუკუნოვანი ისტორიით სავსე ადგილისთვის ახალი სიცოცხლის მიცემა შევძელით, სადაც ხელოვნების, კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის სინთეზი, ახალ, საინტერესო ისტორიებს შექმნის”, - ამბობს ვანო ბენიძე.

ვანოს თქმით, თავად უკვე 9 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. ამ პერიოდის განმავლობაში ბანკის მიმართ სანდო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ბიზნეს მობილბანკი კი ბიზნესების მართვის პროცესში შეუცვლელი აპლიკაცია გახდა.

ბიზნეს მობილბანკის შესახებ თავიდან საქართველოს ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლისგან შევიტყვეთ, რომელიც კონსულტაციას ხშირად გვიწევს სხვადასხვა ფინანსურ და საბანკო საკითხებში. ბიზნეს მობილბანკთან ინტეგრაცია თავიდანვე ძალიან სწრაფი იყო. ბიზნეს მობილბანკის მთავარი უპირატესობა მისი გამოყენების სიმარტივე და მოქნილობაა. ის ძალიან მიმარტივებს ყოველდღიურ პროცესებს და მიზოგავს დროს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში. ჩემი სამუშაო დღე საკმაოდ ქაოსურია, უამრავი გადაწყვეტილების მიღება მიწევს ძალიან მოკლე დროში და დრო ის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომლის ნაკლებობასაც განვიცდი. შესაბამისად, მობილბანკის მეშვეობით სწორედ დროის დაზოგვის შესაძლებლობა გვაქვს”, - აღნიშნა ვანომ.

თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, აპლიკაციაში დარეგისტრირებასა და მის გადმოწერას ამ ბმულზე შეძლებთ. იხილეთ ტუტორიალი თუ როგორ შეხვიდეთ ბიზნეს მობილბანკში.

საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ. ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში სულ მარტივად ონლაინ.

(R)