თბილისში ProductTank Tbilisi-ი გაიმართება

დღეს, 9 ივლისს, 19:00 საათზე ProductTank Tbilisi-ის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების სტარტაპ ბიუროსა და TBC-ის პარტნიორობით ჩატარდება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიებაზე გაიგებთ, თუ როგორ შეცვალა მართვის პროცესები მთავარი აუთსორს კომპანიის ჩანაცვლებამ, ციფრული ცენტრალიზებული მართვის პლატფორმით.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან ანა ტატიშვილი და გიორგი რამიშვილი.

ანა ტატიშვილი, თიბისი ბანკში 15 წელზე მეტია, მუშაობს. ის ამჟამად ხელმძღვანელობს Business Mobile Bank-ს. ანას აქვს დიდი გამოცდილება, როგორც ბიზნესის, ასევე მობაილ ბანკინგის სფეროში და მან გადამწყვეტი როლი შეასრულა თიბისი ბანკის ბიზნეს და მობაილ ბანკინგის განვითარებასა და წარმატებაში.

გიორგი რამიშვილს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება ფინტექის, ელექტრონული კომერციისა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე აქვს გამოცდილება საერთაშორისო გაფართოებისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის მიმართულებით, არის AWS-ისა და Microsoft-ის სერტიფიცირებული პროფესიონალი.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ეფეს საქართველო • Efes Georgia, Loialté • ლოიალტე , კონტრაქტორი • contractor , GEC Consulting

ორგანიზატორების ინფორმაციით, ProductTank-ზე დასწრება ამჯერადაც უფასოა, მაგრამ ადგილები შეზღუდულია, ამიტომაც საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია Meetup.com-ზე.

ProductTank, არის ადგილობრივი ყოველთვიური შეხვედრების გლობალური ქსელი, სადაც ციფრულ პროდუქტებზე მომუშავე პროფესიონალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

ProductTank-ის შეხვედრები ღიაა პროდუქტების მენეჯერებისთვის, UI/UX დიზაინერებისთვის, დეველოპერებისთვის, ანალიტიკოსებისთვის, ტესტერებისთვის და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია ციფრული პროდუქტებით.

ProductTank 2010 წელს ლონდონში დაიწყო და ახლა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 200 ქალაქს აერთიანებს. თბილისში კი ProductTank-ის შეხვედრები 2018 წლიდან ტარდება.