2024 წლის ივნისის თვეში საავტომობილო ზეთების იმპორტი შემცირდა, საავიაციო ნავთის კი - გაიზარდა.
2024 წლის ივნისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტი 64,4%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„2024 წლის ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,70 ათასი ტონა, რაც 0,63 ათასი ტონით ანუ 27%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,33 ათასი ტონა) შედარებით.
ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 0,43 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 25,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია - 0,22 ათასი ტონა (12,9%); რუსეთი - 0,18 ათასი ტონა (10,6%), ირანი - 0,17 ათასი ტონა (10%); და სხვ.
2024 წლის ივნისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 5,6 ათასი ტონით ანუ 64,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (8,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის ივნისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 51% (7,3 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 28% (4 ათასი ტონა) - რუსეთიდან, 13,3% (1,9 ათასი ტონა) - თურქმენეთიდან, 7,7% (1,1 ათასი ტონა) - ლიბიიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.