უკრაინელების 43%-ს 10,000 გრივნაზე (245 დოლარზე) ნაკლები ხელფასი აქვს. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 53%-ს შეადგენდა.
ამის შესახებ ადგილობრივი კვლევითი კომპანია Gradus-ის მონაცემებში წერია.
გამოკითხულთა 21% 20,000 გრივნაზე (490 დოლარზე) მეტს შოულობს, ხოლო უკრაინელების 31% 10-დან 20,000 გრივნამდე შემოსავალს იღებს.
ამასთან, კვლევის მიხედვით, შემოსავლის დონე მხოლოდ 26%-ს გაეზარდა, ხოლო 21%-ისთვის უცვლელი დარჩა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტს, ანუ 53%-ს შემოსავალი შეუმცირდა.
მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ მათი შემოსავლის დონე ცხოვრების წესიერი ხარისხისთვის საკმარისია, თუმცა უმრავლესობისთვის, ანუ 56%-ისთვის არასაკმარისი, ხოლო კიდევ 26%-ისთვის კატეგორიულად არასაკმარისია.
კვლევაში წერია, რომ უკრაინაში გამოკითხულთა მხოლოდ 2%-ს შეუძლია, დაიკვეხნოს შემოსავლით, რომელიც ხარისხიანი ცხოვრებისთვის საკმარისზე მეტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ