მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა გაიზარდა

მსოფლიოში გასულ წელს მილიონერთა რიცხვი გაიზარდა. 2015 წლის World Wealth Report-ის ანგარიშის თანახმად, 2014 წელს მილიონერთა კლუბს 920 ათასი ადამიანი შეემატა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფილი ადამიანების რაოდენობა 14,6 მილიონ ადამიანამდე გაიზარდა. ამასთან ერთად კი, მათი ქონება საერთო ჯამში, 56,5 ტრილიონი დოლარით გაიზარდა, რაც 2013 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი რეგიონი ჩრდილოეთ ამერიკაა, სადაც გასულ წელს მოსახლეობის სიმდიდრის მოცულობამ 16,23 ტრილიონი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილზე აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონია - 15,82 ტრილიონი დოლარით, მესამეზე კი ევროპა - 12,97 ტრილიონი დოლარით.

თუმცა, ანგარიშის ავტორთა განცხადებით, ჩრდილოეთ ამერიკამ ყველაზე უზრუნველყოფილი ადამიანების რაოდენობის მხრივ ლიდერობა დაკარგა. ავტორთა განცხადებით, აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში მდიდრების რაოდენობამ გასულ წელს 4,89 მილიონი შეადგინა, ჩრდილოეთ ამერიკაში კი 4,88 მილიონი ადამიანი.

ანგარიში მომზადებულია ფრანგული კონსალტინგური კომპანია Capgemini-სა და კომპანია RBC Capital Management-ის მიერ. კვლევა ეყრდნობა მსხვილი ქონების მფლობელი კერძო პირების აქტივების შეფასებას.