საქართველოსა და მაროკოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება განიხილება

საქართველოსა და მაროკოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება განიხილება. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ პრემიერის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საქართველოსა და მაროკოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ტექსტის მისაღებად მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.

„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და მაროკოს სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის“ შესახებ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით“, - ვკითხულობთ განკარგულებაში.

მერი ტაბატაძე