კომერციულ ბანკებში გირაოს სახით 111 მლრდ ლარზე მეტი ქონებაა ჩადებული

კომერციულ ბანკებს გირავნობის უზრუნველყოფის სახით მთლიანად 111.083 მლრდ ლარის აქტივები აქვთ მიღებული, აქტივების თითქმის მესამედი, 38.624 მლრდ ლარი კი საცხოვრებელზე მოდის - ამის შესახებ აღნიშნულია კომერციული ბანკების 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებში.

აღსანიშნავია, რომ აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და ა.შ.

ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები „თიბისი ბანკის“ ანგარიშზეა - 47.756 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკი“ 42.955 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5.483 მლრდ ლარის აქტივით.

რაც შეეხება კონკრეტულად საცხოვრებელს, გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივების მოცულობით პირველ და მეორე ადგილს „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ. Top-5 კი ასე გამოიყურება:

  • „საქართველოს ბანკი“ – 18.153 მლრდ ლარი
  • „თიბისი ბანკი“ – 15.962 მლრდ ლარი
  • „ტერა ბანკი“ – 1.222 მლრდ ლარი
  • „ბაზის ბანკი“ – 1.084 მლრდ ლარი
  • „კრედო ბანკი“ - 981.658 მლნ ლარი

ცნობისათვის, 2023 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 16 კომერციული ბანკი ოპერირებდა.