შუა დერეფანი წელს უკვე 87-მა სატვირთო მატარებელმა გაიარა

შუა დერეფნის გასწვრივ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 87 ბლოკის მატარებელი გაიგზავნა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის სამინისტროს სატრანზიტო-სატვირთო ტრანსპორტის საკოორდინაციო საბჭოს მდივანმა და სატრანსპორტო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფარიზ ალიევმა განაცხადა, რასაც Trend ავრცელებს.

მისი თქმით, ბლოკის მატარებლების მიერ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ტვირთის მიტანის დრო 9-დან 12 დღემდე მერყეობდა.

ფარიზ ალიევის ცნობით, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისთვის ნებართვის ფორმებიც დაინერგა და ამ პროექტის ფარგლებში გასულ კვირას ჩინეთიდან 16 ავტომობილის ტრანსპორტირება შესრულდა.

ამასთან, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის საჰაერო გადაზიდვებიც მოქმედებს, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ