ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას ქართული კომპანიების, „საქართველოს ბანკის ჯგუფის“, „თიბისი ბანკის ჯგუფისა“ და Georgia Capital-ის აქციების ფასი გაიზარდა.

GalT&Taggart-ის ბაზრის ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ბანკის ჯგუფის) აქციები დაიხურა 41.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. ფასი წინა კვირასთან შედარებით, 3.35%-ით, ხოლო გასულ თვესთან შედარებით 12.86%-ით არის გაზრდილი.

„ვაჭრობის მოცულობამ 1.03 მილიონ აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 39.65 - 41.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 171 ათასი აქცია შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, „თიბისი ბანკის ჯგუფის“ აქციები 27.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში დაიხურა. გასულ კვირასთან შედარებით ფასი გაიზარდა 7.20%-ით ხოლო თვიურად ზრდამ 9.76% შეადგინა.

„ვაჭრობის მოცულობამ 440 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 25.75 - 27.75 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 135 ათასი აქცია შეადგინა“, - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება Georgia Capital-ს, მისი აქციები დაიხურა 10.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში. ფასმა წინა კვირასთან შედარებით 7.14%-იანი ზრდა აჩვენა, ხოლო თვიურად 18.51%-ით არის გაზრდილი.

მიმოხილვის მიხედვით, ვაჭრობის მოცულობამ 354 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.76 - 10.60 დიაპაზონში. ამასთანავე, ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 114 ათასი აქცია შეადგინა.

მერი ტაბატაძე