ელვის პრესლის ლურჯი ფეხსაცმელი Henry Aldridge and Son -ის აუქციონზე 120,000 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 152,000 აშშ დოლარი) გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ 1956 წელს, როდესაც ჩარტებში მოხვდა, მომღერლის სადებიუტო ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა - "Blue Suede Shoes", სწორედ ეს ფეხსაცმელი იგულისხმებოდა და პრესლის ეცვა კიდეც.
ფეხსაცმლის თავდაპირველი ფასი 55,000 ფუნტი (დაახლოებით 69,600 დოლარი) იყო. თუმცა, საბოლოოდ მისი ფასი გაიზარდა და მესაკუთრე კალიფორნიაში მცხოვრები ჰენრი ოლდრიჯი გახდა.
აუქციონის საიტის აღწერილობის მიხედვით, 1950-იან წლებში პრესლი ფეხსაცმელს იცვამდა როგორც სცენაზე, ასევე ქუჩაში.