ბოტანიკური ბაღი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშზე 10 000 ლარს გადარიცხავს

ბოტანიკური ბაღი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშზე 10 000 ლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ეროვნული ბოტანიკური ბაღის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერმა გიორგი თარხნიშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკს ბაღის თანამშრომლების სახელფასო ფონდიდან გარკვეული თანხაც გადაეცემა.