დასაჯდომი ავეჯის ექსპორტი და იმპორტი მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს, 5 თვეში 25.389 მლნ აშშ დოლარის ავეჯი შემოვიდა, ხოლო 1.653 მლნ აშშ დოლარის გავიდა, რაც გასულ წლებთან შედარებით მაქსიმალური მაჩვენებელია.
შედარებისთვის, 2023 წლის იანვარ-მაისში 946.3 ათასი აშშ დოლარის ავეჯის (დასაჯდომი) ექსპორტი განხორციელდა, 2022 წლის იგივე პერიოდში - 715.9 ათასი აშშ დოლარის, 2021 წლის 5 თვეში - 342.4 ათასი აშშ დოლარის, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში - 246 ათასი აშშ დოლარის, 2020 წლის იანვარ-მაისში - 110.5 ათასი აშშ დოლარის და ა.შ.
რაც შეეხება იმპორტს, გასული წლის 5 თვეში 19,111 მლნ აშშ დოლარის დასაჯდომი ავეჯი შემოვიდა, 2022 წლის იანვარ-მაისში - 17,517 მლნ აშშ დოლარის, 2021 წლის საანგარიშო პერიოდში - 11,177 მლნ აშშ დოლარის, 2020 წლის 5 თვეში - 11,175 მლნ აშშ დოლარის და ა.შ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს ექსპორტირებული 1.653 მლნ აშშ დოლარის ავეჯიდან, მხოლოდ 5% მოდიოდა ადგილობრივ ექსპორტზე. საანგარიშო პერიოდში 84.5 ათასი აშშ დოლარის საქართველოში დამზადებული ავეჯი გავიდა.
სტატისტიკის მიხედვით, დასაჯდომი ავეჯის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია თურქეთი, ხოლო ექსპორტიორებში სომხეთი.
უფრო კონკრეტულად, bpn-ი გთავაზობთ მთავარი იმპორტიორი და ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულს.
ტოპ-5 იმპორტიორი:
ტოპ-5 ექსპორტიორი: