აშშ 2023 წელს ღირებულების თვალსაზრისით ყველაზე დიდი ღვინის იმპორტიორია მსოფლიოში. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.
ღირებულების თვალსაზრისით, აშშ-ის ღვინის იმპორტმა გასულ წელს 6,991 მლრდ დოლარი შეადგინა. წამყვან სამეულში დიდი ბრიტანეთი და გერმანიაა, ხოლო რუსეთი ტოპ 10-ეულშიც ვერ მოხვდა და რეიტინგში მე-13 ადგილი უკავია.
2023 წლის მსფლიო ღვინის იმპორტიორთა ტოპ 10-ეული (ღირებულების თვალსაზრისით) ასეთია:
აღსანიშნავია, რომ AAWE-მ რუსეთის მაჩვენებელში იმპორტთან ერთად ექსპორტის ღირებულებაც შეიყვანა, რამაც მთლიანობაში 876 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ჩინეთს, რეიტინგში ცალკე არის დათვლილი ჰონგ-კონგის საიმპორტო ღირებულება, რამაც 969 მლნ დოლარი შეადგინა. ამით ცალკე ჰონგ-კონგი ტოპ 10-ეულის მიჯნაზე, მე-11 ადგილზეა, ხოლო მის მაჩვენებელთან ჯამში ჩინეთი 2,129 მლრდ დოლარის საიმპორტო ღირებილებით მერვედან მეოთხე ადგილზე გადადის.
ცნობისთვის: AAWE-ის 2022-23 წლების რეიტინგში საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში წამყვანი ქვეყნების ტოპ 10-ეულს ხურავს. კერძოდ, 2022 წელს ჩინეთმა საქართველოდან 15,02 მლნ დოლარის, ხოლო 2023 წელს შედარბით ნაკლები ღირებულების, 11,69 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა. ამდენად, ერთ წელიწადში საქართველოდან იმპორტი 3,33 მლნ დოლარით, ანუ 22,2%-ით შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ