მოქეიფე, მილიარდი, ფიზიკა - რომელია ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სახელებს შორის, გიორგი და ნინო პირველობას არ კარგავს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 193402 გიორგი და 115706 ნინოა.

თუმცა არსებობს სახელები, რომელიც იშვიათია და მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქვია.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკით, კაცებში ყველაზე გავრცელებული სახელების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • გიორგი - 193402
  • დავით - 68176
  • ალექსანდრე - 46139
  • ლუკა - 44751
  • ნიკოლოზ - 39698

ხოლო ქალებში:

  • ნინო - 115706
  • მარიამ - 71362
  • ანა - 49674
  • თამარ - 48329
  • მარიამი - 47958

რაც შეეხება ყველაზე იშიათ სახელებს, ჩამონათვალი ასეთია:

  • მილიარდი
  • ვებერთელა
  • მხედარი
  • კუკუშა
  • ვინარი
  • ედემი
  • ფუჩქი
  • ფიზიკა
  • პელე
  • გარინჩა
  • ნიუტონი
  • სევდაგულ
  • ფემისტოკლე
  • კეკლუცა
  • ნექტარი
  • ლამაზი
  • ვარგისო
  • მოქეიფე
ნინი ქეთელაური