„საქართველოს საბანკო ასოციაციის“ კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი, ინგა ქარჩავა განმარტავს, რა ნაბიჯები უნდა გადადგან მოქალაქეები იმ შემთხვევაში, თუ კიბერთაღლითების მიერ შექმნილ ყალბ ვებ-გვერდებზე საბანკო ბარათის მონაცემები შეიყვანეს.
ქარჩავას თქმით, მსგავს შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ბანკს, სადაც მომსახურებას იღებს, დაბლოკოს ბარათი და შეცვალოს პაროლი. მანვე აღნიშნა, რომ არის შემთხვევა, როცა მოქალაქეს რამდენიმე პლატფორმაზე ერთი და იგივე პაროლი აქვს. ასეთ შემთხვევაში პაროლები ყველა საიტზე უნდა შეიცვალოს.
„როცა მომხმარებელი მიხვდება, რომ ყალბ გვერდზე აღმოჩნდა და შეიყვანა ინტერნეტ ბანკის მონაცემები, მომხმარებელი, პაროლი, პინ კოდი ინტერნეტბანკის მონაცემების გაზიარების შემთხვევაში, პირველ რიგში, უკავშირდება იმ ფინანსურ ინსტიტუტს სადაც, გააჩნია ანგარიში და აქვს ბარათი აღებული, ბლოკავს ამ ბარათს, ინტერნეტ ბანკს და აუცილებლად უნდა შეცვალოს პაროლი. აუცილებლად უნდა განაცხადოს ბანკში, ბანკში არის მსგავსი შემთხვევებისთვის გათვალისწინებული პროცედურები, თუ თვითონ ვერ ცვლის პაროლს ბანკს უნდა შეატყობინოს, თუ არს შესაძლებელი, შეუძლია, ინტერნეტბანკში შესვლით განაახლოს პაროლი.
სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც მომხმარებლებს ერთ და იგივე პაროლი უყენიათ ბევრ ანგარიშზე. ინტერნეტბანკში, სოციალურ მედიის ანგარიშზე, ელფოსტაზე და ა.შ. თუ არის ეჭვი რომ პაროლი გამჟღავნდა ყალბ ვებგვერდზე და ხილული გახდა მესამე მხარისთვის კარგი იქნება შეცვალოთ პაროლი ყველა პლატფორმაზე.
თუ დავუშვათ მომხმარებელმა საბარათე მონაცემები შეიყვანა, ბარათის ნომერი, ვადა და 3 ციფრიანი კოდი ე.წ ბარათის ვერიტიფიკაციის კოდი, მობაილბანკით უნდა დაბლოკოთ ბარათი, ან დაუკავშირდეთ ბანკის ქოლ ცენტრს და დააბლოკვინოთ“, - განაცხადა ინგა ქარჩავამ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.