შიდა ტურიზმის ზრდა არ მიუთითებს აუცილებლად იმაზე, რომ მეტი ქართველი ისვენებს ქვეყანაში - PMCG

შიდა ტურიზმის ზრდა არ მიუთითებს აუცილებლად იმაზე, რომ უფრო მეტი ქართველი ისვენებს ქვეყნის შიგნით, - ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში შიდა ვიზიტების რაოდენობამ 4.7 მილიონს მიაღწია, რაც წლიურად 7%-იან ზრდაზე მიუთითებს.

PMCG-ის შეფასებით, თავდაპირველად შიდა ტურიზმის მზარდ ტენდენციას პანდემიით გამოწვეული ცვლილებები განაპირობებდა, თუმცა, 2022 წლის შემდგომი დინამიკა შესაძლოა, შეცვლილი იყოს, რადგან რუსი, ბელორუსი და უკრაინელი იმიგრანტების დიდი რაოდენობა უკვე რეზიდენტებად მოიაზრებიან“. აღნიშნულის გათვალისწინებით, „შიდა ტურიზმის ზრდა არ მიუთითებს აუცილებლად იმაზე, რომ უფრო მეტი ქართველი ისვენებს ქვეყნის შიგნით“.

რაც შეეხება დანახარჯებს, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შიდა ვიზიტორების მთლიანი შემოსავლები 798 მილიონ ლარს აღწევს, რაც 8.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მერი ტაბატაძე