დაცულ ტერიტორიებს ყველაზე ხშირად რუსები და ინდოელები სტუმრობდნენ - PMCG

PMCG-ის ტურიზმის სექტორის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ 10%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

ამასთანავე, 2024 წლის პირველ კვარტალში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების 26% პრომეთეს მღვიმეზე მოდიოდა, მეორე ადგილზე კი იყო თბილისის ეროვნული პარკი, სადაც საერთო ვიზიტების 16% იყო მიმართული.

„დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტები მნიშვნელოვანი სეზონურობით ხასიათდება. კერძოდ, III კვარტალში დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს (საშუალოდ წლიური ვიზიტების 50%-ზე მეტი), I კვარტალში კი - ყველაზე ნაკლები (საშუალოდ მხოლოდ 7%)“, - აღნიშნულია კვლევაში.

PMCG-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ვიზიტორთა უმეტესობა რუსეთიდან (30%), ინდოეთიდან (28%), პოლონეთიდან (12%), ისრაელიდან (12%) და ყაზახეთიდან (9%) იყო.

მერი ტაბატაძე