საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მონაცემებით, ჩვენ სომხეთსა და აზერბაიჯანზე უკეთეს პოზიციაზე ვართ, თურქეთს და რუსეთს კი ჩამოვრჩებით.
უფრო კონკრეტულად, IMF-ის მონაცემებით, 2024 წლისთვის საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 830 დოლარია, სომხეთში - 8 580 დოლარი, აზერბაიჯანში - 7 640 დოლარი, თურქეთში - 12 760 დოლარი და რუსეთში - 14 390 დოლარი.
IMF-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ს მაჩვენებლით ლუქსემბურგი ლიდერობს, შემდეგ მოჰყვება ირლანდია, შვეიცარია, სინგაპური და ა.შ. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი არის ბურუნდში, სულ რაღაც 230 დოლარი.
გთავაზობთ, Top-10 ქვეყანას, სადაც 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება:
გთავაზობთ, Top-10 ქვეყანას, სადაც 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება:
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ჩამონათვალში რამდენიმე ქვეყნის შესახებ საპროგნოზო მონაცემები არ იძებნება.