არაფერი ასახავს ბრიტანული პოლიტიკის სწრაფ ცვლილებას ისე, როგორც დაუნინგ სთრითის საყოფაცხოვრებო საქონლის ფურგონები.
ახალი პრემიერის საცხოვრებლად გადასვლა დაუნინგ სთრითის ნომერ 10-ში მის ოჯახთან, პერსონალთან და შინაურ ცხოველებთან ერთად, საკმაოდ რთული და პრობლემური საქმეა.
აი, როგორ ხდება ეს.
პირველი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ერთ დღეში.
გასული კვირის პარასკევს დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, მას შემდეგ, რაც ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში დიდი გამარჯვება მოიპოვეს, დაუნინგ სტრიტის N10 დატოვა.
მალე მე-10 ნომერში ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და მისი მეუღლე ვიქტორია მივიდნენ.
"ცვლილებებზე მუშაობა დაუყოვნებლივ იწყება", - გამოაცხადა სტარმერმა შავი კარის წინ ახალ ოფისსა და სახლში შესვლამდე.
სტარმერების შვილები, სხვა ყოფილი პრემიერების შთამომავლებისგან განსხვავებით, დაუნინგ სთრითის N10-ის კიბეებზე გადაღებულ ფოტოზე არ მოხვდნენ. მათ გადაწყვიტეს თავიანთი 16 წლის ვაჟი და 13 წლის ქალიშვილი ცნობისმოყვარეებისგან მოერიდებინათ.
როგორ გავიაროთ კარს მიღმა
იმის ნაცვლად, რომ გასაღებით გააღონ, პრემიერ-მინისტრს კარს დაუნინგ სთრითის დაცვის თანამშრომლები უღებენ. რეზიდენციის თანამშრომლები სიგნალის მიღებისთანავე იწყებენ ფარული კამერების მონიტორინგს.
როგორც კი პრემიერი სახლში შედის, მას დაუნინგ სთრითის თანამშრომლები საზეიმოდ ხვდებიან. მათ შორისა საჯარო მოხელეები, მრჩევლები, მზარეულები და მუდმივი პერსონალი.
როგორც წესი, ახალი პრემიერის გადასვლის პირველ დღეს, თანამშრომლები დერეფანში დგანან და ტაშს უკრავენ.
პრემიერ-მინისტრს, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ დაუნინგ სთრითის N10-ში გადადის, აქვს არჩევანი, მას შეუძლია საცხოვრებელი ფართი დაუნინგ სთრითის N11-შიც დაიკავოს.
მაგალითად, 1997 წელს ბლერის ოჯახიდან მოყოლებული, პრემიერ-მინისტრებმა, ბორის ჯონსონმა და დევიდ კემერონმა, აირჩიეს ცხოვრება უფრო დიდ ოთხოთახიან ბინაში, რომელიც No11-ში მდებარეობს.
ყუთები, ყუთები, ყუთები
პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ, სწრაფი ტემპი უნდა შეინარჩუნონ გადამზიდებმაც. სასურველია, რომ მთელი პროცესი ერთ დღეში მოხდეს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრებს შეუძლიათ დაუნინგ სტრიტი საკუთარი გემოვნებით შეალამაზონ. მათ ამისთვის ყოველ წელს 30,000 ფუნტი სტერლინგი აქვთ გამოყოფილი.
წყარო: bbc.com