Meta-მ დონალდ ტრამპის „ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ ანგარიშებზე, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შეზღუდვები მოხსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და მსჯავრდებულის, დონალდ ტრამპის ანგარიშები 2021 წელს შეიზღუდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა „შეაქო“ მხარდამჭერები, რომლებიც 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ.
როგორც BBC წერს, ტრამპის ანგარიშები, რომლებსაც ერთობლივად 60 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, 2023 წელს აღადგინეს, ანგარიშები იმ დროიდან დამატებით მონიტორინგს ექვემდებარებოდა, ახლა კი შეზღუდვები სრულად მოიხსნა.