ბაზარზე ახალი ბრენდი „საპონია“ გამოჩნდა. კომპანია ამ ეტაპისთვის 15 სახეობის საპნებს აწარმოებს. „საპონიას“ პროდუქცია შიის კარაქისგან, თხის რძისა და ალოესგან მზადდება.
როგორც bpn-თან ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელი თეონა ტუღუში ჰყვება, პროექტში ამ ეტაპისთვის 2000 ლარის ოდენობით ინვესტიცია განახორციელა. თეონა ბიზნესს დასთან ერთად მართავს, რომელიც მარკეტინგულ ნაწილში ეხმარება.
„საპონიას შექმნის იდეა, დამებადა კარანტინის დროს. 2024 წელს მარტში საბოლოოდ გადავწყვიტე გამეკეთებინა საპნები, რომელიც როგორც ვიზუალურად, ისე არომატით მომხმარებლის გულს მოიგებდა“, - ამბობს თეონა ტუღუში.
„საპონიას“ წარმოების ერთ-ერთი მიმართულება აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის ფორმის საპნებს აერთიანებს.
„ჩემი ქვეყნისადმი სიყვარულმა გადამაწყვეტინა ორი ყველაზე პოპულარული: ხინკლისა და აჭარული ხაჭაპურის საპონი გამეტანა ბაზარზე. ფორმების დამზადებაში მეგობარი მეხმარება“, - გამაცხადა ტუღუშმა.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ „საპონიას“ მიმართ მომხმარებელთა დაინტერესება უკვე შეიმჩნევა. რაც შეეხება ფასს, მისი თქმით, „საპონიას“ პროდუქტზე ფასი მინიმალურს, რადგან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.
„არის მოთხოვნა უკვე, რაც ძალიან მახარებს, შეკვეთაში ჩვენს მომხმარებლებს პატარა საჩუქრებიც ელოდებათ. ბევრს ვიშრომებ იმისთვის, რომ სამომავლოდ ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავდეს „საპონიას“ და სახელგანთქმულიც იყოს.
ერთხელ მაინც თუ შეიძენენ „საპონიას“ დარწმუნებული ვარ, კვლავ გაუჩნდებათ შეძენის სურვილი. საპნებს დიდი სიყვარულით ვამზადებ, მსურს ბაზარზე განსხვავებული პროდუქტი გავიტანო, ამიტომ თითოეულ საპონს გულით და სულით ვქმნი“, - დასძინა ტუღუშმა.