საბერძენთი, შესაძლოა, ფულის გარეშე დარჩეს

საბერძნეთში პანიკაა - მოსახლეობას და ინვესტორებს საბანკო ანგარიშებიდან მასობრივად გააქვთ თანხა. ბოლო კვირის განმავლობაში, ბერძნული ბანკებიდან სამ მილიარდ ევროზე მეტი გაიტანეს. ამის მიზეზი ქვეყანაში მოსალოდნელი დეფოლტია. კერძოდ, საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს. დაახლოებით ორი კვირა დარჩა ათენს ამისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ფულის გარეშე დარჩება, რაც დეფოლტს გამოიწვევს. ამას გარდა, არ არის გამორიცხული შექმნილი ვითარების გამო საბერძნეთს ევროზონის დატოვებაც მოუწიოს.

ორშაბათს საბერძნეთის სავალო კრიზისის გადაწყვეტის მიზნით, საერთაშორისო კრედიტორები საგანგებო შეხვედრას გამართავენ.