საქართველოში უცხოური კომპანიების 64% არ ფუნქციონირებს - რამდენი საერთაშორისო ბიზნესია ქვეყანაში

2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით საქართველოში ჯამში 1 011 807 ბიზნესია რეგისტრირებული, სადაც 75% არ ფუნქციონირებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქტიური მხოლოდ 257 246 ბიზნეს სუბიექტია.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულ ბიზნესებს შორის, 11% უცხოურია, ხოლო აქტიურ სუბიექტებს შორის 15,5% საერთაშორისოა.

უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 111 744 უცხოური ბიზნესია დარეგისტრირებული, საიდანაც 64% არ ფუნქციონირებს. სტატისტიკის მიხედვით, უცხოელების მიერ რეგისტრირებულიდან, 39797 კომპანიაა აქტიური.

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქისა და უცხოელი კერძო პირის წილობრივი მონაწილეობით, რეგისტრირებულია 12027 კომპანია, საინადაც 79% არ ფუნქციონირებს. საქსტატის თანახმად, შერეული სახით, ქვეყანაში მხოლოდ 2576 კომპანიაა აქტიურ რეჟიმში.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში უცხოელების მიერ რეგისტრირებული აქტიური კომპანიებიდან 117 არის მსხვილი ბიზნესი, 344 საშუალო, 34 589 მცირე, ხოლო, 4747 კომპანიის ზომა უცნობია.

ნინი ქეთელაური