4Hospitals კოლხიდას რიგით მე-18 კონფერენციაზე

2024 წლის 5-6-7 ივლისს, შერატონ მეტეხი პალასმა უმასპინძლა კოლხიდას რიგით მე-18 კონფერენციას, რომლის ერთ-ერთი პარტნიორიც სამედიცინო პროდუქციის და სერვისების პროვაიდერი კომპანია 4Hospitals-ია.

კოლხიდა პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელსაც ესწრებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრის პროფესიონალი ქირურგები, რომლებიც გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ტექნიკებს, დარგის მიღწევებსა და გამორჩეულ ქეისებს.

კონგრესზე 2000-ზე მეტი დელეგატი იყო მოწვეული სხვადასხვა ქვეყნიდან და მომხსენებლები ოთხ სხვადასხვა აუდიტორიაში მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ სესიებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ წელს ცალკე სესიები ტარდებოდა ახალბედა ქირურგებისთვის, რაც მათი პროფესიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

წარმატებული პლასტიკური ქირურგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის ხარისხია, რადგან ნამუშევარი პაციენტში რჩება სამუდამოდ და ძალიან საპასუხისმგებლოა პროდუქტის სწორად შერჩევა.

ამისთვის კი კომპანია 4ჰოსპიტალსი თანამშრომლობს წამყვან სპეციალისტებთან და უწყვეტ რეჟიმში აწვდის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას.

023b96dd-b147-41e4-9d53-4e585ef68235-1721028910.jpg

პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით 4ჰოსპიტალსი გერმანული ბრენდის, Polytech-ის, ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. ბრენდის, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქალაქ დიებურგიდან, 40 წლიანი გამოცდილებით აწარმოებს მკერდის იმპლანტებს და 80-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს პროდუქციის იმპორტს.

თითოეული იმპლანტი წარმოების პროცესში გადის მკაცრ ხარისხის კონტროლს და საფუძვლიან შემოწმებას, აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და სწორედ ამიტომ, მას არაერთი წამყვანი, პროფესიონალი პლასტიკური ქირურგის ნდობა აქვს მოპოვებული.

Polytech-ის მთავარი სლოგანია „იგრძენი ხარისხი შენში“, რაც ყოველმხრივ გამოხატულია მის თითოეულ პროდუქტში. დაფარვების, ფორმების და ზომების ფართო არჩევანში ყველასთვის მოიძებნება შესაფერისი იმპლანტი, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივ შედეგს იძლევა.

4ჰოსპიტალს არის ყველგან, სადაც ხარისხი მნიშვნელოვანია!

picture1-1721028999.jpg

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals 2014 წლიდან ახორციელებს უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებას 300-ზე მეტი დაწესებულებისთვის საქართველოში.

კომპანიის ფართო ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია.

პროდუქციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ 4Hospitals-ის განახლებულ შოუ-რუმს, მისამართზე: ლუბლიანას #28

სიახლეებისთვის ეწვიეთ კომპანიის ვებ-გვერდს: https://4hospitals.ge/

(R)