„დაუშვებელია, იპოდრომის მიმდებარედ კორპუსების აშენება“ - ადგილები თბილისში, სადაც ინფრასტრქტურის მოწყობა არ შეიძლება

იპოდრომის მიმდებარედ რომ აპირებენ კორპუსების აშენებას, იქ ჭაობია. დაუშვებელია ასეთ ადგილას რამის აშენება - ამის შესახებ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას განაცხადა.

„თბილისში ათზე მეტი მდინარეა, ყველა ღვარცოფული და მათ მიმდებარედ კვლავაც მშენებლობებია. თბილისის მერიამ რამდენიც არ უნდა იძახოს, ამა თუ იმ ადგილის უსაფრთხოების შესახებ დასკვნა გეოლოგებმა დაწერესო, ფაქტია, ხშირად არ ამართლებს. არ უნდა გაიცეს მშენებლობის ნებართვა რისკის ზონებში. იპოდრომის მიმდებარედ რომ აპირებენ კორპუსების აშენებას, იქ ჭაობია. დაუშვებელია ასეთ ადგილას რამის აშენება.

თბილისში არის რამდენიმე ზონა, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება განაშენიანება. ეს არის მუხათგვერდის ტერიტორია, რადგან იქ მეწყრები მოდის, რამდენიმე ადგილი კონიაკის დასახლებაში, კრწანისის ხევი, გლდანულა და დიღმულა ანუ სადაც პატარა მდინარეები და შენაკადებია, ასეთ ადგილებში დაუშვებელია მასშტაბური ინფრასტრუქტურის მოწყობა,“- განაცხადა ჩხობაძემ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად: "შოვში კიდევ არის საფრთხე, რომ მყინვარი მოწყდეს, დნობის პროცესი­ დაწყებულია კავკასიონზე"