5 ავტომობილი, რომლის ყიდვაც წელს არავის სურს

5 ავტომობილი, რომლის ყიდვაც წელს არავის სურს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Marketwatch, სადაც ყველაზე ნაკლებად სასურველ ავტომობილებზეა საუბარი.

ავტოდილერების პროგნოზით, წელს მსოფლიოში რამდენიმე წამყვანი ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი მანქანის გაყიდვები საგრძნობლად იკლებს. კლება უკვე შეინიშნა მაისის თვეში. მათ შორისაა Nissan Juke-ი, რომლის გაყიდვებმაც ოფიციალური მონაცემებით, 47.9 პროცენტით იკლო. ასევე Chrysler Town & Country-ი, რომელის გაყიდვებიც გასულ თვეს 45.9 პროცენტით შემცირდა. ხუთეულში ასევე მოხვდა Cadillac CTS-ი 41.1 პროცენტიანი, Subaru BRZ-ი 39.6 პროცენტიანი და Audi Allroad-ი 33.5 პროცენტიანი კლებით.

წლების განმავლობაში ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ისეთი პოპულარული ავტომობილების გაყიდვებიც, როგორიცაა Mercedes E-class-ი, ასევე მცირე ზომის ავტომიბილები Kia Rio და Chevy Sonic-ი. ავტოდილერების თქმით, აღნიშნული ავტომობილების გაყიდვების კლების მიზეზები ბუნდოვანია.