სახელმწიფო საკუთრების ქვეშ არსებული ბიზნესებიდან ნახევარზე მეტი არ ფუნქციონირებს.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, სახელმწიფოს თანამონაწილეობით (არანაკლებ 50%-ისა), 5 886 ბიზნესია დარეგისტრირებული, სადაც მხოლოდ 49% არის აქტიური.
სტატისტიკის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაში 2866 ბიზნესია. ამავე მონაცემების მიხედვით, სულ საქართველოში რეგისტრირებული 1 011 807 ბიზნეს სუბიექტიდან 0,58% არის სახელმწიფო, ხოლო აქტიურ 257246 კომპანიას შორის 1,11%.
გარდა ამისა, საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის საკუთრების ქვეშ 2144 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 918 ფუნქციონირებს. შესაბამისად, 57% არ არის აქტიური.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში აღნიშნული, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან, 999 182 კერძოა, საიდანაც 253119 აქტიურია. ამათგან, საქართველოს მოქალაქე კერძო პირმა დაარეგისტრირა 875411 ბიზნესი, აქედან 210746 (24%) ფუნქციონირებს.
რაც შეეხება ზოგად მაჩვენებლებს, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან (1 011 807) მხოლოდ 25% (257 246) ფუნქციონირებს.
ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი არ ფუნქციონირებს შემდეგ მიმართულებებში:
იხილეთ ასევე: საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 25% ფუნქციონირებს