ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 13.3%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +10%-ია.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: საფრანგეთი +30.3%, გერმანია +24.3%, გაერთიანებული სამეფო +16.3%,

ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

turizmi-1721111961.webp