Competento -  იზრუნე კომპანიონ ცხოველებზე ისე, როგორც მართლა საჭიროა!

საქართველოში, ბოლო წლებში, შინაური ცხოველების აყვანის მაჩვენებელი იზრდება. შესაბამისად, მატულობს მოთხოვნა ხარისხიან საკვებსა და კომპანიონი ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით სწორი და უტყუარი ინფორმაციის მიღებაზე. Competento-მ ორივე მათგანი ხელმისაწვდომი გახადა. ბრენდი ქართულ ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ ამ მოწოდებით გამოჩნდა - იზრუნეთ და გიყვარდეთ კომპანიონი ცხოველები ისე, როგორც მართლა საჭიროა!

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბრენდის შექმნამდე საფუძვლიანად მოიკვლიეს საქართველოს ბაზარი. გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც ჰყავს ძაღლი ან/და კატა, ან აპირებს მათ აყვანას, არ აქვს წვდომა კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებულ ხარისხიან და კომპეტენტურ ინფორმაციასთან (შერჩევა, მოვლა, კვება და ა.შ).

ხშირად ეს ადამიანები გადაწყვეტილებას არასწორ და არაკომპეტენტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებენ, რაც, საბოლოოდ, კატებისა და ძაღლების კეთილდღეობაზე ცუდად აისახება.

„სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, შევქმენით ბრენდი, კომპეტენტო, რომელიც კომპანიონი ცხოველების მშობლებსა და ადამიანებს, ვინც აპირებს (ძაღლების, კატების) აყვანას, კომპეტენტური ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებით დაეხმარება იზრუნონ ოთხფეხა მეგობრების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, ისე მართლა როგორც საჭიროა“, - აცხადებენ კომპანიაში.

ბრენდის სახელით იწარმოება ოთხფეხა მეგობრების მშრალი საკვები. კომპეტენტოს ძაღლისა და კატის პრემიუმ საკვები პროდუქტები სულ რამდენიმე კვირაა, რაც ბაზარზე გამოჩნდა და განკუთვნილია სხვადასხვა ზომისა და ასაკის კომპანიონი ცხოველებისთვის. უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტები და გამორჩეული გემო საწყის ეტაპზევე მოთხოვნადად აქცევს.

კომპეტენტოს პროდუქტები საქართველოში, კომპანია „ნუტრიმაქსის“ ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიურ საწარმოში მზადდება, რომლის წლიური წარმადობაც 25 000 დან 30 000 ტონამდეა. კომპანიის 150-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი ზრუნავს, რათა პროდუქტები დამზადდეს უმაღლესი სტანდარტების დაცვით და პროცესები ხარისხიანად და ეფექტურად წარიმართოს. თითოეული პროდუქტი შექმნილია პროფესიონალი ნუტრიციოლოგებისა და ვეტერინარების მიერ და ბაზარზე გამოჩენამდე ნუტრიმაქსის მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში გადის კონტროლს.

bpn-shida-760x300-1-1721113961.png

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე კომპეტენტოს პროდუქტები სხვადასხვა ზომისა და ასაკის ძაღლებისა და კატებისთვის ყველაზე მოთხოვნადი გემოებით, ქათმითა და ბრინჯით შექმნა. საკვები შეიცავს ოთხფეხა მეგობრებისთვის სასარგებლო ხილსა და ბოსტნეულს (ვაშლი, სტაფილო). ამასთან, მდიდარია იმ ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია კომპანიონი ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.

დღეისათვის კომპეტენტოს ბრენდი აერთიანებს 11 ძირითად პროდუქტს, რომელიც განკუთვნილია კნუტებისთვის, ლეკვებისთვის და ზრდასრული კატებისა და ძაღლებისთვის. პროდუქტის შეძენა კი შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე უბნის ზოომაღაზიებში.

Competento არის ბრენდი, რომელიც კომპანიონი ცხოველების პრემიუმ ხარისხის საკვებთან ერთად, უტყუარი ინფორმაციის გაზიარების გზით კომპეტენტურ მშობლობას გიმარტივებს და ემყარება რწმენას, რომ კომპანიონ ცხოველებზე ზრუნვა არის პასუხისმგებლობა, რომელიც სიყვარულთან ერთად კომპეტენციასაც საჭიროებს.

Competento კომპეტენტური სიყვარულის იდეაზეა დაფუძნებული. გვჯერა, რომ სწორი ცოდნის გავრცელებით ძაღლებისა და კატების მშობლებს გავუმარტივებთ ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვას და შინაური ცხოველების მოვლას დაიწყებენ ისე – მართლა როგორც საჭიროა“, - ამბობენ კომპანიაში.

(R)