ახალი ზოოპარკი შესაძლოა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდეს

თბილისის ახალი ზოოპარკი შესაძლოა, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდეს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოოპარკის საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში ცალკე სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ადრე შემუშავებულ პროექტებს გადაამუშავებს.  "როგორც დროებითი ღონისძიება, ზოოპარკის გადარჩენილი ცხოველები მოკლევადიან პერიოდში დარჩებიან ამ ტერიტორიაზე და ახალი ზოოპარკის მშენებლობის შემდეგ ეტაპობრივად იქნებიან გადაყვანილი", - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, შესაძლოა, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავდეს.