როგორი იქნება „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი, რომელიც დღეს გაიხსნება (+ფოტო)

"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალი ცენტრალური ოფისი გაიხსნება. ოფისის გახსნა დღეს არის დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, „ქართული ოცნების“ ახალი ცენტრალური ოფისი ორთაჭალაში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მდებარეობს. მიწის ნაკვეთის ფართობი - 4 953 კვ. მეტრი, ხოლო საოფისე ფართობი - 4 930.2 კვ. მეტრია. ცნობილია ისიც, რომ ახალ ოფისში "ქართულმა ოცნებამ" 19 მილიონი უნდა გადაიხადოს.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საპროექტო შენობა რვა სართულიანია. შენობის შუაგულში გათვალისწინებულია ბირთვი, რომელიც მოიცავს ორ კიბის უჯრედს, სამ ლიფტს თავისი ჰოლით და საზოგადოებრივი სარგებლობის სანიტარულ კვანძებს.

ოფისის მშენებლობა შპს „ნიუ ოფისმა“ განახორციელა და როგორც ცნობილია, პარტია ოფისის შესაბამისი ხელშეკრულებით ქირაობას გეგმავდა.

450137363-1155908525635542-1233127321797423254-n-1721127934.jpg

450214282-1035245624979644-3577225702302208479-n-1721127949.jpg

თაია არდოტელი