”უახლოეს მომავალში ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ველოდებით”

ამ ეტაპზე, უახლოეს მომავალში ლარზე მნიშვნელოვან ზეწოლას არ ველოდებით, - ასეთ პროგნოზს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აკეთებს.

რაც შეეხება საშუალოვადიან პერიოდს, როგორც ქადაგიძე განმარტავს, ეს მრავალმხრივ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ეკონომიკაზე, რომელიც მონეტარული თუ ფისკალური მიმართულებით ტარდება.

"სავალუტო შემოდინებების დანაკლისი უკვე ასახულია იმ გაუფასურებაში, რაც უკვე მივიღეთ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ქადაგიძემ.