ცხოვრების ხარისხის ინდექსში საქართველო 57-ე პოზიციაზეა

ცხოვრების ხარისხის ინდექსში საქართველომ მსოფლიოს 86 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზე აღმოჩნდა.

ბრიტანული გამოცემა The Independent-ის ცნობით, მსოფლიოში უმსხვილესი სამომხმარებლო კონტენტის ბაზის - Numbeo - მონაცემებით, ცხოვრების ხარისხის მიხედვით ლიდერი შვეიცარიაა, რომელსაც გერმანია და შვედეთი მოსდევს. ათეულში ასევე მოხვდნენ აშშ, ფინეთი, დანია, ავსტრია, ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია.

ცხოვრების ხარისხის ინდექსს Numbeo რამდენიმე კრიტერიუმით ადგენს, მათ შორის მსყიდველობითი უნარის, უსაფრთხოების დონით, სამომხმარებლო ფასებით, უძრავი ქონების ფასებით, ჯანდაცვის მდგომარეობით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და ეკოლოგიის მდგომარეობით.

Numbeo-ს მონაცემები ეყრდნობა ონლაინ კვლევებს, ოფიციალური სამთავრობო ანგარიშების გარეშე.

რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ცხოვრების ხარისხის ინდექსში რუსეთმა 72-ე პოზიცია დაიკავა, უკრაინამ - 75-ე, მოლდოვამ - 66-ე, სომხეთმა - მე-60.

ცხოვრების ხარისხით ყველაზე დაბალი ხარისხის ქვეყნად ვენესუელა დასახელდა. ბოლო ხუთეულში ასევე მოხვდნენ ბანგლადეში, ეგვიპტე, ვიეტნამი და მონღოლეთი.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, პირველ ოცეულში მოხვდა საუდის არაბეთი და თურქმენეთი, რომელმაც ცხოვრების ხარისხით დიდ ბრიტანეთს გაუსწრო.