თბილისის მერიაში გამოცხადებულ ვაკანსიებზე 100-მდე  განაცხადი შევიდა

თბილისის მერიის მიერ გამოცხადბულ 60 ვაკანსიაზე დედაქალაქის მთავრობაში 100-მდე განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესსნიუსს“ თბილისის მერიიდან მიაწოდეს.

დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის - უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის მიერ 60 ვაკანსიაზე კონკურსი მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან გამოცხადდა. აღნიშნულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო 1 210 ლარს შეადგენს.

განაცხადების შეტანა თბილისის მერიაში 14 ივლისამდე იყო შესაძლებელი.

ნათია ზარიძე