„სანქციებს ორმხრივი ხასიათი აქვს, აზიანებს არა მხოლოდ მათ, ვისთვისაც დაწესებულია, არამედ მათაც, ვინც მათ აწესებს“ - პესკოვი

სანქციებს ორმხრივი ხასიათი აქვს, ზიანს აყენებს არა მხოლოდ მათ, ვისთვისაც დაწესებულია, არამედ მათაც, ვინც მათ აწესებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, Bloomberg-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპის კომენტარი, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქების, როგორც უკრაინაში ომის დასრულების „შეთანხმების“ ნაწილის შესახებ უფიქრია, მას არ უნახავს.

„არა, სიმართლე გითხრათ, ეს ნაწილი გამომრჩა“, - აღნიშნა პესკოვმა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არალეგიტიმურია და საერთაშორისო სავაჭრო და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის.

„სანქციებს ორმხრივი ხასიათი აქვს, ზიანს აყენებს არა მხოლოდ მათ, ვისთვისაც დაწესებულია, არამედ მათაც, ვინც მათ აწესებს“, - განაცხადა პესკოვმა.

ნათია ზარიძე