ინტერნეტ-რეკლამის ბოლო ტრენდები

კომპანია IAB Europe-ის მარკეტინგის ანალიტიკოსის ჰაინეკ სიდოს განცხადებით, ბოლო პერიოდში რეკლამისდამკვეთები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ RTB ტექნოლოგიის მიმართ.

”ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი საუბრობდა RTB (Programmatic buying) ტექნოლოგიაზე და აი, როგორც იქნა, დასრულდა RTB-ის როგორც ტექნოლოგიური საკითხის განხილვა და ის კომერციულად იქცა”, - აღნიშნა ჰაინეკ სიდომ.

მისი თქმით, ევროპაში რეკლამისდამკვეთებმა დაიწყეს სერიოზული ინტერესის გამოხატვა ალგორითმული შეძენების დახმარების რეკლამის განთავსება.

IAB Europe-ის მონაცემებით, RTB-ის დახმარებით გაყიდვები შემოსავლების 30-40 პროცენტს შეადგენს.

”თუ კონტექსტურ რეკლამაზე ვილაპარაკებთ, აქაც მთავარ ტრენდად ავტომატიზაცია რჩება. უნდა ითქვას, რომ კონტექსტური რეკლამა ინტერნეტ-რეკლამის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად რჩება”, - აღნიშნა IAB Europe-ის მარკეტინგის ანალიტიკოსმა.