ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ - სახდეპი საქართველოზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში, მთლი­ა­ნო­ბა­ში, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი ჯან­სა­ღია და, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი პო­ზი­ცია უკა­ვია. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი უნ­დობ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ, გა­ნი­ხი­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ან დრო­უ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად, - ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წლის სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს აფა­სებს.

"და­სავ­ლეთ აზი­ი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის გზა­გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე სა­ქარ­თვე­ლოს პა­ტა­რა, მაგ­რამ ღია ბა­ზა­რი აქვს, რო­მე­ლიც სარ­გე­ბელს ნა­ხუ­ლობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბი­დან, ტუ­რიზ­მი­დან და ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­დან. 1991 წლი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გად ქვე­ყა­ნა­ში შე­და­რე­ბით კარ­გად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა ჩა­მო­ყა­ლიბ­და. 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მი­ა­ნი­ჭა კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და დად­გინ­და ცხრა ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ უნდა გა­დად­გას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცე­სის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, დე­ო­ლი­გარ­ქი­ზა­ცი­ის და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის კუ­თხით წინსვლის ჩათ­ვლით. სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა გა­მო­იწ­ვევს სტრუქ­ტუ­რუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას ბევრ სფე­რო­ში, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის, კონ­კუ­რენ­ცი­ის კა­ნო­ნის, სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბი­სა და სა­ნი­ტა­რი­უ­ლი და ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩათ­ვლით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ხელ­საყ­რე­ლი ბიზ­ნეს კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო გამჭვირ­ვა­ლო­ბის, კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლად იკა­ვებს მა­ღალ ად­გილს.

"2005 წლი­დან 2023 წლამ­დე [ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის] სა­შუ­ა­ლო ზრდის ტემ­პი ხუთ პრო­ცენტზე მეტი იყო. ფის­კა­ლუ­რი და მო­ნე­ტა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მცი­რე დე­ფი­ციტ­ზე, ინფლა­ცი­ის და­ბალ დო­ნე­სა და რე­ა­ლურ მცუ­რავ გაც­ვლით კურ­სზე. კო­ვიდ პან­დე­მი­ი­სა და რუ­სე­თის მიერ 2022 წელს უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ორ­მა­გი შო­კის მი­უ­ხე­და­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში კარ­გი შე­დე­გე­ბი გრძელ­დე­ბო­და. კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის­გან გა­ჯან­სა­ღე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა 2021 წელს აღ­დგა 10.4 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდით და 2022 წელს გაგ­რძელ­და მო­სა­ლოდ­ნელ­ზე უკე­თე­სი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა 10,2 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ზრდით ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის, ომ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იმიგ­რა­ცი­ი­სა და ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დე­ბის ზრდის და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით სატ­რან­ზი­ტო ვაჭ­რო­ბის ზრდის შე­დე­გად. 2023 წელს ეკო­ნო­მი­კა გა­ი­ზარ­და 7.5 პრო­ცენ­ტით და ინფლა­ცია და­ე­ცა 0.4-მდე, რაც აღი­ნიშ­ნა უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი მა­მოძ­რა­ვებ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბით: ტუ­რიზ­მი, ექ­სპორ­ტის ზრდა და უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის ძლი­ე­რი შე­მო­დი­ნე­ბა. სამ წლი­ა­ნი მდგრა­დი ზრდის შემ­დეგ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მშპ გა­აგ­რძე­ლებს ამ ტრა­ექ­ტო­რი­ას და 2024 წელს 5-7 პრო­ცენ­ტით გა­იზ­რდე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს და­ვის საქ­მე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა.

"ზო­გა­დად, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პი­რო­ბე­ბი ჯან­სა­ღია და, რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თე­სი პო­ზი­ცია უკა­ვია. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მუდ­მი­ვი უნ­დობ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლო სექ­ტო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­მართ, გა­ნი­ხი­ლოს კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ან დრო­უ­ლად, კომ­პე­ტენ­ტუ­რად, ზო­გი­ერ­თი ბიზ­ნეს და­ვის საქ­მე სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი კომ­პა­ნი­ე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლურ დო­ნე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბას, ეფექ­ტუ­რი ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი პო­ლი­ტი­კის ნაკ­ლე­ბო­ბას, პო­ლი­ტი­კურ ჩა­რე­ვას, შერ­ჩე­ვით აღ­სრუ­ლე­ბა­სა და სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ვე­ბის გა­დაჭ­რის სირ­თუ­ლე­ებს უჩი­ვი­ან“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აგ­რძე­ლებს ამ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას და, არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი ად­გი­ლი უკა­ვია რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით.

ან­გა­რიშ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 1994 წელს აშშ-მ და სა­ქარ­თვე­ლომ ხელი მო­ა­წე­რეს ორ­მხრივ სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას და პრე­ფე­რენ­ცი­ა­თა გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი სის­ტე­მის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მრა­ვა­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დი­სა­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი რე­ჟი­მით ექ­სპორ­ტი გა­ნა­ორ­ცი­ე­ლოს.

განაგრძეთ კითხვა