მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, საქართველოში 299 924 სამოქალაქო იარაღია რეგისტრირებული.
იარაღის რეგისტრაციამდე, მოქალაქემ შესაბამისი გამოცდა უნდა ჩააბაროს. კერძოდ, საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი და სამი სახით შსს-ს მომსახურების სააგენტოში ბარდება. კერძოდ:
რაც შეეხება იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის პროცესს, პირმა შესაბამისი დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა წარადგინოს და მხოლოდ მას შემდეგ ეძლევა მას ფლობის ნებართვა.
შსს-ს ინფორმაციით, მოსაკრებლის განაკვეთები, იარაღის სახეობებიდან გამომდინარე, 6-დან 8 ლარამდე მერყეობს. ხოლო იარაღის რეგისტრაციის საფასურია - 20 ლარი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასურის -15 ლარი, იარაღის დროებითი მოწმობის საფასური კი, 10 ლარი.
აღნიშნული საფასური ვრცელდება, იარაღის ლეგალიზაცია, გადაფორმება და მემკვიდრეობით მიღებაზეც. თუმცა, თუ პირს მომსახურება დაჩქარებული წესით სურს, 5 სამუშაო დღეში ცნობის აღება 50 ლარი ღირს, ხოლო 1 სამუშაო დღეში - 80 ლარი.