საქართველოში მზარდი ავტოპარკის პარალელურად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიც მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში ქვეყანაში 742 132 ტონა (631.654 მლნ აშშ დოლარი) საწვავი შემოვიდა, რაც გასული წლების ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებთან შედარებით, ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 643 856 ტონა (496.138 მლნ აშშ დოლარი), ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, 2022 წლის იგივე საანგარიშო პერიოდში - 597 558 ტონა (576.496 მლნ აშშ დოლარი), 2021 წლის იანვარ-ივნისში - 574 045 ტონა (327.122 მლნ აშშ დოლარი), 2020 წლის 6 თვეში - 538 456 ტონა (231.623 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.
სტატისტიკის მიხედვით, წელს საანგარიშო პერიოდში საწვავი მთავარი იმპორტიორი კვლავ რუსეთი იყო, რომელიც მთლიანი იმპორტის 46% მოდიოდა, შემდეგია ბულგარეთი 12%-ით და რუმინეთი 10% -ით.
უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივნისში ყველაზე მეტი საწვავი შემდეგი 5 ქვეყნიდან შემოვიდა:
ამასთან, წელს მხოლოდ ივნისში ქვეყანაში 141 222 ტონა, 117.706 მლნ აშშ დოლარის საწვავი შემოვიდა, აქედან თითქმის 50%, 70 383 ტონა (52.739 მლნ აშშ დოლარი), რუსეთზე მოდიოდა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, გამოდის, 1 ლიტრი იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საშუალო ღირებულება, ივნისში - 83 ცენტს შეადგენდა.