სადებიუტო „დასაკეცი ტელეფონის“ Mix Flip-ის გარდა, Xiaomi-მ საზაფხულო პრეზენტაციაზე წარმოადგინა Redmi K70 Ultra სმარტფონი. ფლაგმანი ამაყობს მძლავრი აპარატურით და ფასით, რომელიც სასიამოვნოდ გააკვირვებს მათაც კი, ვინც მზად არ არის ფული ძვირადღირებულ მობილურებზე დახარჯოს.
მწარმოებლის თქმით, Redmi K70 Ultra, რომელიც აგებულია 8 ბირთვიან MediaTek Dimensity 9300+ პროცესორზე, 3.4 გჰც სიხშირით, აგროვებს 2,382,780 ქულას Antutu ბენჩმარკში, რაც მას ამ მომენტში ყველაზე ძლიერ Android სმარტფონად აქცევს. იმის გასაგებად, თუ რამდენად ძლიერია ახალი პროდუქტი, უნდა აღინიშნოს, რომ Redmi K70 Ultra 200 ათასზე მეტი ქულით უსწრებს ამჟამინდელ ლიდერს.
გარეგნულად, Redmi K70 Ultra ჰგავს K70 სერიის სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ კამერის განყოფილება უკანა პანელზე შეიცვალა და გადავიდა უკანა საფარის კუთხიდან მის მთელ ზედა ნაწილზე.
სპეციფიკაციები Redmi K70 Ultra
ზომები: 160,38 × 75,14 × 8,39 მმ, 211 გრამი
ეკრანი: 6.67", 1.5K, 144 Hz, PWM 3840 Hz, სიკაშკაშე 1600 nits-მდე
პროცესორი: 8 ბირთვიანი MediaTek Dimensity 9300+, 3.4 GHz
კამერა: სამი კამერა, მთავარი – 50 მეგაპიქსელი (Sony IMX906), ულტრა ფართო კუთხით – 8 მეგაპიქსელი, მაკრო ლინზა – 2 მეგაპიქსელი, წინა მხარეს არის 20 მეგაპიქსელიანი სელფის კამერა
ბატარეა: 5500 mAh, სწრაფი დატენვა 120 W (100%-მდე 24 წუთში)