”საერთაშორისო ბიზნესი კომპასის” ინდექსში საქართველო 43-ე პოზიციაზეა

საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს

აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ გამოაქვეყნა მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევა - საერთაშორისო ბიზნესი კომპასი 2015 (International Business Compass 2015), რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის 60,93 ქულით 43-ე პოზიციაზეა.

BDO-ს მონაცემებით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა,  2013 წელს კი საქართველო 54-ე პოზიციაზე იყო.

”საერთაშორისო ბიზნეს კომპასი” ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმებით იკლევს და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივსა და სოციო-კულტურულს.

BDO-საქართველოს ინფორმაციით, კვლევისას BDO ხელმძღვანელობს ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ფაქტორებით. ერთის მხრივ, ამა თუ იმ ქვეყნისადმი ინტერესი განისაზღვრება პოტენციური ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ნათლად მეტყველებს ეკონომიკურ პოტენციალზე. მეორეს მხრივ, მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლებელია ფართო ჭრილში შევისწავლოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ეს კი გამოწვეულია პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და კულტურული ასპექტების დიდი გავლენით ქვეყანაში ინვესტიციების გახორციელების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელს ქვეყნებს, ინდექსში სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით გაიუარესა მდგომარეობა, აზერბაიჯანი - 65-ე, უკრაინა - 89-ე, რუსეთი - მე-100 , ხოლო თურქეთი 57-ე ადგილზე იმყოფება.

bpn