"თეგეტა მოტორსში" პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე გათამაშება დაიწყო

"თეგეტა მოტორსში" პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე გრანდიოზული გათამაშება დაიწყო.

"შეიძინეთ "თეგეტა მოტორსში" წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტიდან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქცია და ყოველ დახარჯულ 100 ლარზე მიიღეთ 1 ბილეთი. თამაშდება: ავტომობილი MAZDA 3, 2 საგზური მალდივის კუნძულებზე, 3 Iphone 6, 3 ნოუთბუქი და სხვა, 20 000-ზე მეტი მომენტალური პრიზი", - აცხადებენ "თეგეტა მოტორსში".

როგორც კომპანიაში ამბობენ, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საცალო კლიენტს. ბილეთის მომგებიანობა და მოგებული პრიზის შესახებ ინფორმაცია ირკვევა მომენტალურად, ბილეთზე დატანილი გადასაფხეკი ზოლის გადაფხეკის შემდეგ. გათამაშება მოქმედებს "თეგეტა მოტორსის" საქართველოს მასშტაბით არსებულ ნებისმიერ სერვის ცენტრში და ძალაშია 1 სექტემბრამდე.

"გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ "თეგეტა ქარდის" მფლობელებს. "თეგეტა ქარდის" აღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს "თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრებში სერვისის მიღების ან პროდუქტის შეძენისას. დამატებითი ინფორმაციისთვის "თეგეტა ქარდის" შესახებ ეწვიეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს - http://www.tegetamotors.ge/ka/254/", - აცხადებენ "თეგეტა მოტორსში".