ლილოს ტერიტორიაზე მდებარე მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავშესაფარში, დღეის მდგომარეობით, 106 პირია, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი, 130-ს აჭარბებს

ლილოს ტერიტორიაზე მდებარე მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავშესაფარში, დღეის მდგომარეობით, 106 პირია განთავსებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.

ამასთან, როგორც მერიაში ამბობენ, მუნიციპალური თავშესაფარი 240 პირზეა გათვლილი.

„მუნიციპალური თავშესაფარი 240 მობინადრეზეა გათვლილი. რაც ავაშენეთ, 9 წლის განმავლობაში არასოდეს დაგვკლებია ადგილი. ზამთრის ყინვების პერიოდში, ბენეფიციართა ოდენობა მაქსიმუმ 170-მდე იზრდება-ხოლმე“,- განაცხადეს მერიაში.

ცნობისთვის, მიუსაფარ პირთა მუნიციპალური თავშესაფრით სარგებლობა შეუძლია საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა რეგისტრაციის მისამართი არის თბილისი.